UFC: ჩემპიონის ახალი გამოწვევა - ჯონ ჯონსი მძიმე წონაში გადადის
Aa
Aa

UFC: ჩემპიონის ახალი გამოწვევა - ჯონ ჯონსი მძიმე წონაში გადადის

UFC-ის ჩემპიონმა ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში ჯონ ჯონსმა მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით მებრძოლი მძიმე კატეგორიაში გადასვლას გეგმავს. 33 წლის სპორტსმენმა წონის მომატების პროცესი აქტიურად დაიწყო და უახლოეს პერიოდში 93 კგ. ნიშნულს ასცდება. მოგეხსენებათ, ნახევრად მძიმე წონითი კატეგორია 93 კგ-ის ნიშნულზე სრულდება, ხოლო მძიმე წონითი კატეგორია 93 კგ-დან იწყება.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება ჯონ ჯონსის მეტოქე მძიმე წონით კატეგორიაში. ერთი რამ ნათელია, მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი შემდეგ ბრძოლას ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიას, ჩემპიონის წასვლის შემდეგ საუკეთესო იან ბლახოვიჩსა და დომინიკ რეიესს შორის გამოვლინდება.

UFC-ის ისტორიაში ჯონსი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელიც ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გაჩემპიონდა. ვიდრე მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლას გადაწყვეტდა და ტიტულს გაათავისუფლებდა, თავისი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები