ხაბიბი: „ოქტომბერში - გეიჯი, აპრილში - სენ-პიერი“
Aa
Aa

ხაბიბი: „ოქტომბერში - გეიჯი, აპრილში - სენ-პიერი“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

„არწივმა“ ჯო როგანის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი დატოვა და აღნიშნა: „ოქტომბერში - გეიჯი, აპრილში - სენ-პიერი“.

ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მზადაა, ხაბიბისა და სენ-პიერის ჩხუბის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. უაითის თქმით, ეს „არწივის“ ბოლო ჯახი იქნება და მას ნებისმიერი მეტოქის არჩევის უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამავე პოსტზე კომენტარი კონორ მაკგრეგორმაც დატოვა და ჯო როგანს მიმართ: „დამშვიდდი ძმაო, მაშინ ნაბახუსევი მქონდა“.

როგორც მოგეხსენებათ, ნურმაგომედოვს კარიერაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთხელ დამარცხებულა. გეიჯის რაც შეეხება, ამერიკელის ანგარიშზე 22 მოგება და 2 წაგებაა. ხაბიბმა UFC-ში ბოლოს 2019 წლის 7 სექტემბერს იჩხუბა და დასტინ პორიე დაამარცხა. გეიჯიმ კი ბოლო ჯახი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გამართა და ყველასთვის მოულოდნელად „ელ კუკუის" დამაჯერებლად სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები