სულშერზე წინ - ბიელსა პრემიერლიგის მე-6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება
Aa
Aa

სულშერზე წინ - ბიელსა პრემიერლიგის მე-6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება

16 წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდსი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა, რაც 64 წლის არგენტინელი სპეციალისტის მარსელო ბიელსას დამსახურება გახლავთ.

„ლიდსის“ ხელმძღვანელობა ხვდება, რომ ბიელსას მიმართ სატრანსფერო ფანჯრისას დიდი მოთხოვნა იქნება და მას შეთავაზებებიც ექნება. აქედან გამომდინარე კლუბი მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

The Sun-ის ცნობით, მარსელო ბიელსა მომდევნო სეზონიდან ანაზღაურების სახით სეზონში 8 მილიონ ფუნტს მიიღებს. არგენტინელ სპეციალისტს ხელფასი 2 მილიონით გაეზრდება და ის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მე-6 იქნება.

ბიელსა ამ მაჩვენებლით გაასწრებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცს ოლე გუნარ სულშერს, რომლის ანაზღაურება 7 მილიონი ფუნტია.

პრემიერლიგის ყველაზე მაღალაზღაურებად მწვრთნელთა სია ასე გამოიყურება: 1 - პეპ გვარდიოლა 20 მილიონი, 2 - ჟოზე მოურინიო 15 მილიონი, 3 - იურგენ კლოპი 15 მილიონი, 4 - კარლო ანჩელოტი 11.5 მილიონი, 5 - ბრენდან როჯერსი 10 მილიონი. დიდი ალბათობით ბიელსა ახალ კონტრაქტს ხელს მოწერს და სიაში მე-6 პოზიციას დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები