მკაცრი საუბარი გასახდელში - ზიდანი თამაშით უკმაყოფილო დარჩა
Aa
Aa

მკაცრი საუბარი გასახდელში - ზიდანი თამაშით უკმაყოფილო დარჩა

მადრიდის „რეალმა“ პანდემიის შემდეგ, ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. ზინედინ ზიდანის გუნდმა „ეიბარს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა, თუმცა როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, ზიზუ ფეხბურთელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

Marca-ს ცნობით, ზიდანს გასახდელში ფეხბურთელებთან მკაცრი საუბარი ჰქონდა და ეს, ძირითადად მეორე ტაიმში ნაჩვენებ თამაშს ეხებოდა.

„რეალმა“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და აბსოლუტურ უპირატესობასაც ფლობდა. კარისკენ 5-ჯერ დაარტყეს და ხუთივე ზუსტი გამოდგა, რომელთაგან სამი გოლით დასრულდა.

მეორე ნახევარში მადრიდელები გაჩერდნენ და დადგნენ. თამაში მთლიანად სტუმრების იყო. „ეიბარის“ გოლი ლოგიკური გახლდათ და მათ მეორეს გატანაც შეეძლოთ, რაც შეხვედრას უკიდურესად დაძაბავდა.

„რეალმა“ მეორე ტაიმში კარისკენ მხოლოდ ერთჯერ დაარტყა და ისიც არაზუსტად, სტუმრებმა კი 5-ჯერ გაისროლეს, აქედან 3 ზუსტი იყო.

წყაროს თქმით, ზიდანმა ბიჭებს აუხსნა, რომ სამომავლოდ ასეთი თამაში ქულების დაკარგვით დასრულდება, რაც ტიტულის დათმობის ტოლფასი იქნება, რადგან „ბარსელონა“ მათზე 2 ქულით წინ არის და საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ მომდევნო ტურის მატჩს 18 ივნისს, 23:55 საათზე „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები