ფინანსური საკითხები შეთანხმებულია - ფიური და ჯოშუა ორ ბრძოლას გამართავენ
Aa
Aa

ფინანსური საკითხები შეთანხმებულია - ფიური და ჯოშუა ორ ბრძოლას გამართავენ

ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მის კლიენტსა და ტაისონ ფიურის შორის ფინანსური დეტალები შეთანხმდა და ბრიტანელი მოკრივეები ერთმანეთის წინააღმდეგ არა ერთს, არამედ ორ ბრძოლას გამართავენ.

„დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს. ბრძოლების გამართვის თარიღისა და ადგილების შესახებ მსჯელობა კვლავ მიდის. თანაც დილიან უაითიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სავალდებულო მეტოქეა.

მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ბრძოლის გამართვაზე პრინციპული თანხმობა ორივე მოკრივის წარმომადგენლებმა განაცხადეს. საუბარი ორ ბრძოლაზეა. პირველი დაპირისპირება 2021 წლის ზაფხულს გაიმართება, თუმცა მანამდე ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს.

ჩემი აზრით, ფინანსური მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ შესანიშნავ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ორივე მებრძოლისგან თანხმობა მივიღეთ. კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, რადგან 2021 წლამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა IBF-ის, WBA-ისა და WBO-ს საჩემპიონო ქამრების მფლობელია და ტიტულების დაცვას კუბრატ პულევის წინააღმდეგ შეეცდება. ტაისონ ფიური კი, WBC-ის ქამარს ფლობს და მისი მომდევნო მეტოქე დეონტეი უაილდერი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები