Aa
Aa

"ჟოზეს გეგმამ ინტერში ვერ გადამიყვანა" - ნედვედი სატრანსფერო ამბავს იხსენებს

ლეგენდარულმა პაველ ნედვედმა მის „ინტერში“ არშემდგარ ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა. ჩეხის თქმით, მისი „ნერაძურიში“ გადაყვანა ჟოზე მოურინიოს სურდა.

„ჟოზემ მშვენივრად იცოდა, როგორ ვინტერესდებოდი ყველა იმ პროექტით, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე იყო ორიენტირებული. მე ხომ ეს ტურნირი არასდროს მომიგია, მაგრამ მაშინ მისმა გეგმამ არ იმუშავა და „ინტერში“ ვერ გადამიყვანა.

ამ კლუბში გადასვლა საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლას ნიშნავდა, ჟოზეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში გავყვებოდი, თუმცა არა - „ინტერში“. ამის გაკეთება არ შემეძლო“.

იტალიური პრესის მიხედვით, მოურინიო ნედვედს 2009 წლის მაისში დაუკავშირდა, როცა ჩეხი ვარსკვლავი კარიერის დასრულებას გეგმავდა და ეს თითქმის გადაწყვეტილიც ჰქონდა.

საბოლოოდ, ნედვედმა რამდენიმე კვირაში ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, ჟოზეს „ინტერმა“ კი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები