Aa Aa
24 მარტი 2020  |  12:55

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები სამშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ჰოკეი

ბელარუსში ჰოკეის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ექსტრალიგის ერთი ფინალისტი უკვე ვიცით, მეორე კი დღეს გაირკვევა - „ნემანი“-„სოლიგორსკი“-ს სერიაში ანგარიში 3:3-ია. „სოლიგორსკი“ სერიას ორჯერ იგებდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და დღეს მეტოქის ყინულზე უმძიმესი თამაში ელის. მეორე მხრივ, სოლიგორსკელებმა 3-დან 2 შეხვედრა სწორედ გასვლაზე მოიგეს, თანაც არც ერთში გოლი არ გაუშვეს - 4:0 და 3:0.

ზოგადად, ერთმანეთთან შეხვედრებამდე გუნდები უხვგოლიან მატჩებს ხშირად გვთავაზობდნენ, ამ სერიაში კი 4-ზე მეტი გოლი 6-დან მხოლოდ 2 შეხვედრაში გავიდა. საინტერესოა, დღეს როგორ ტაქტიკას აირჩევენ და რამდენად წარმატებულად გამოუვათ თავიანთი ამოცანების შესრულება. გამარჯვებულს ფინალში „იუნოსტ მინსკი“ ელოდება.

დადე ფსონი ჰოკეიზე

Counter-Strike

ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 ტურის დღეა. A ჯგუფში 3 გუნდი 9-9 ქულით ლიდერობს - Ninjas in Pyjamas-ი, Team Vitality-ი და Astralis-ი.

Ninjas in Pijamas-ის მეტოქე უქულო აუტსაიდერი ENCE იქნება, რომელმაც 4 მატჩში მხოლოდ 3 რუკის მოგება შეძლო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე დაკარგა. მართალია, Ninja-ს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ მიზანი პირდაპირ მეორე რაუნდში შესვლაა, რისთვისაც ჯგუფის პირველი ადგილია საჭირო და ჯერჯერობით უპირატესობა სწორედ ამ გუნდის მხარესაა, რასაც მოგებულ-წაგებულ რუკათა ბალანსი განაპირობებს. შესაბამისად, ასეთი ამბიციების მქონე გუნდს ჯგუფის ულაპარაკო აუტსაიდერთან ქულების განიავება არ ეპატიება, ამიტომაც სპეციალისტები, და მათ შორის crystalbet-იც, Ninja in Pijamas-ის გამარჯვებას დაახლოებით 1.4-ად აფასებენ.

ცენტრალური დაპირისპირება დანარჩენ ორ ლიდერს: Team Vitality-ისა და Astralis-ს შორისაა. Astralis-მა საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა და პირველ ტურში ლიდერ Ninja-სთან წაგების შემდეგ ყველა მატჩი მოიგო. აი Team Vitality-იმ კი, წინა ტურში, თავად Ninja-ს მშრალად - 2:0 დაამარცხა, რითაც საკუთარ სიძლიერეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბრის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთთან 2-ჯერ ითამაშეს და ორივე შეხვედრა Astralis-მა მშრალი ანგარიშით მოიგო.

A ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა Godsent-სა და Team Spirit-ს შორის გაიმართება. Godsent-ს 3 ქულა აქვს და ფინალურ ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მისი მეტოქე კი საამისოდ აქტიურად იბრძვის და თუკი დღეს მოიგებს, ბოლო ტურში საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული. ერთმანეთში პირველი ურთიერთშეხვედრაა, სპეციალისტები კი ფავორიტად ლოგიკურია, რომ Team Spirit-ს მოიაზრებენ.

რაც შეეხება B ჯგუფს, გუშინდელი შედეგებით, ცხრილში ლიდერი შეიცვალა და ეს სტატუსი, თანაც ერთპიროვნულად, Fnatic-მა მოიპოვა.

პირველადგილოსანს დღეს რთული მატჩი ექნება, რადგან თავის ძველ და ძალიან გამოცდილ მეტოქე NaVi-ს უნდა შეხვდეს. NaVi-მ გუშინ მოიგო და ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი შეინარჩუნა, თუმცა თუკი დღეს დამარცხდება, ეს შანსი მიზერული გახდება. წაგების შემთხვევაში საქმეს ირთულებს თავად Fnatic-იც, თანაც, მისი მიზანი საერთოდ პირველი ადგილის დაკავება უნდა იყოს, რაც მას ფინალური ეტაპის პირდაპირ მეორე რაუნდში გაიყვანს. მართალია, ბოლო 3 ურთიერთშეხვედრა Fnatic-მა მოიგო, მაგრამ იქამდე ზედიზედ 13-ჯერ NaVi-მ გაიმარჯვა. ასე რომ, ფავორიტის დასახელება, მით უმეტეს, მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია. ალბათ, ყველაზე ლოგიკური იქნება, სპეციალისტების აზრი გავიზიაროთ და დაძაბული, 3-რუკიანი თამაშის მოლოდინში ვიყოთ.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და სუპერდაძაბული შეხვედრა BIG-სა და forZe-ს შორის უნდა გაიმართოს. ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა 2-2 გამარჯვებით დაიწყო, რასაც ამდენივე წაგება მიაყოლეს და ახლა ფინალურ ეტაოზე გასვლა 50:50-ზეა. 4 ტურის შემდეგ, ამ გუნდების გარდა 6 ქულა კიდევ ორ გუნდს აქვს, შესაბამისად, დღეს გამარჯვებას გაათმაგებული ფასი აქვს. იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდი 2017 წელს დაარსდა, პირველი ურთიერთშეხვედრაა. შანსები აბსოლუტურად თანაბრად ფასდება და სპეციალისტები ამ შემთხვევაშიც ძალიან დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობენ.

საკვალიფიკაციოს აუტსაიდერი compLexity Gaming-ია, რომელსაც სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს, საამისოდ კი დღეს, North-თან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და კარგი იქნება, თუკი მშრალად - 2:0-ს მოიგებს. ორივე გუნდს სოლიდური ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში არასტაბილურად თამაშობენ, ოდნავ უკეთესად კი North-ი გამოიყურება, რომელმაც წინა ტურში საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი BIG-ი დაამარცხა. ასე რომ, მცირე ფავორიტად მაინც North-ი უნდა ჩავთვალოთ.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე

დოტა 2

დოტა 2-ის ეგიდით რამდენიმე საქველმოქმედო ტურნირი გრძელდება. ჩრდილოეთ ამერიკის ოთხთა ფინალში CR4ZY-ის მეტოქე Evil Geniuses-ია. 1/2 ფინალში ორივე გუნდმა რთული ბრძოლა გადაიტანა, ერთმანეთს პირველად შეხდებიან, სპეციალისტები კი ფავორიტად Evil Geniuses-ს თვლიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფინალში თამაშის უფლება Geek Fam-მა და Team Adroit-მა მოიპოვეს. Adroit-ი ნახევარფინალამდე 4-მატჩიანი წაგებათა სერიით იყო, Geek Fam-ი კი ოდნავ უკეთეს ფორმაშია და დღეს ფავორიტადაც ითვლება.

ანალოგიური ტიპის ტურნირები მიმდინარეობს ჩინეთში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაშიც.

დადე ფსონი დოტა 2-ზე

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები