Aa
Aa

ბალაკის რჩევა ჰავერცს - „ბაიერნში თავის დასამკვიდრებლად ძლიერი ხასიათია საჭირო"

მიხაელ ბალაკი კაი ჰავერცს ურჩევს ამ ეტაპზე „ბაიერნში“ გადასვლისგან თავი შეიკავოს. ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა თავისი პოზიცია Sport1-თან საუბრისას დააფიქსირა.

„ბაიერნში თავის დასამკვიდრებლად ძლიერი ხასიათია საჭირო და მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელობა საკმარისი არაა. კაი ბაიერნში გადასასვლელად მენტალურად უნდა მოემზადოს, ამისთვის კი დრო და ტრავმების გარეშე ასპარეზობაა საჭირო“.

„თუ ბავარიელები მოთმინებას გამოიჩენენ და მომავალში საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის ყიდვა მოუნდებათ, მაშინ აქცენტი სწორედ ჰავერცზე უნდა გააკეთონ“.

როგორც მოგეხსენებათ 20 წლის კაი „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 17 გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

უცხოურ პრესაში ჰავერცის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. ცნობილი ტაბლოიდები იტყობინებიან, რომ ზაფხულში მისთვის რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები