საგა დასრულდა - ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერში" ითამაშებს
როგორც იქნა ბრუნო ფერნანდეშის სატრანსფერო საგა დასრულდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ადასტურებს, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი მათ რიგებში ითამაშებს.
ფერნანდეში დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 5 წლიან კონტრაქს გააფორმებს.
Sky Sports-ის ცნობით, „მანკუნიანელებმა“ პორტუგალიელი შუახაზელის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ასევე გათვალისწინებულია საბონუსე სისტემაც, რომელიც შესაძლოა 25 მილიონ ფუნტამდე ავიდეს.
„სპორტინგი“ 5 მილიონს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფერნანდეში გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. კიდევ 5 მილიონს ლისაბონელები „მანჩესტერის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში მიიღებენ. 15 მილიონს კი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შემდეგ.
5 წლის განმავლობაში ბრუნო ფერნანდეში სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ფუნტს მიიღებს.