კოვბოი თუ კონორი - ტაისონ ფიური, უსმანი, ჰოლოუეი და სხვები
Aa
Aa

კოვბოი თუ კონორი - ტაისონ ფიური, უსმანი, ჰოლოუეი და სხვები

UFC-ის გულშემატკივრები 2020 წლის 19 იანვარს მოუთმენლად ელიან. როგორც მოგეხსენებათ ამ დღეს ოქტაგონზე კონორ მაკგრეგორი ბრუნდება. ირლანდიელ მებრძოლს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და დონალდ სერონეს შეერკინება. ხსენებული ორთაბრძოლის შესახებ პროგნოზი ცნობილმა მებრძოლებმა გააკეთეს.

ტაისონ ფიური

კონორ მაკგრეგორი მოიგებს. მოდით, ვიტყვი, რომ ნოკაუტით გაიმარჯვებს.

ტიტო ორტისი

კონორმა ოქტაგონს მიღმა დიდი დრო გაატარა და ეს მის სხეულს ძალების აღდგენაში დაეხმარა. სერონე კი ფაქტობრივად არ ისვენებს და სულ ჩხუბობს. მინდა „კოვბოიმ“ გაიმარჯვოს, მაგრამ მსურს მაკგრეგორმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

დენ ჰარდი

კონორი ფავორიტი ტყუილად არაა. „კოვბოი“ შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ კარგად ვერასდროს იწყებს. სერონეს კრიპტონიტი კონორის მთავარი პლუსია.

კამარუ უსმანი

„კოვბოი“ უკვე ძალიან ბევრმა ჩამოწერა და ყველამ ვინც ეს გააკეთა, ცდება. სერონე მაკგრეგორისთვის სახიფათო მეტოქეა. ვფიქრობ კონორი მოწინააღმდეგეს სათანადოდ არ აფასებს. მან ეს შეცდომა ადრეც დაუშვა და ყველაფერი ძვირად დაუჯდა. ჩემი აზრით კარგი ბრძოლა იქნება და უპირატესობას „კოვბოის“ ვანიჭებ.

კოლბი კოვინგტონი

ვფიქრობ „კოვბოი“ გაიმარჯვებს. კონორის დრო წავიდა. მოდით გულწრფელები ვიყოთ, მან ნოკაუტში ბარის მაგიდასთან მჯდომი ასაკოვანი კაცი ვერ ჩააგდო და სერონეს როგორ მოუგებს?

მაქს ჰოლოუეი

ძალიან გახარებული ვარ და მაინტერესებს კონორი რას შემოგვთავაზებს. იმედი მაქვს ის ყველაფერს დაალაგებს და მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ კვლავ უმაღლეს დონეზე იმყოფება.

ცხელი ამბები