დაპირისპირება მესისა და კავანის შორის - ჯერ მოედანზე, შემდეგ გვირაბში
არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის ისრაელში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა. „ალბისელესტესა“ და „ლა სელესტეს“ შერკინება საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კი ლიონელ მესისა და ედინსონ კავანის დაპირისპირება გახლდათ.
What’s all this beef between Messi and Cavani? pic.twitter.com/I2sAFJMX4P
— Griezmann Chief (@Griezmannility) November 18, 2019
ხსენებულ ფეხბურთელებს შორის სიტუაციის გამწვავება „ლა პულგაზე“ აღებულ უხეშ ჯარიმას მოჰყვა, რომლის შემდეგაც მათ შორის კამათი დაიწყო. ურუგვაელმა მესის სიტუაციის გასარკვევად ჩხუბი შესთავაზა, რაზეც „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა ასე უპასუხა: „როცა გინდა“.
Cavani provocó a Messi y lo invitó a pelear, Lionel le respondió diciendo "Cuando quieras". MI CAPITÁN.pic.twitter.com/l23xrwZWF7
— ???????? (@GR7EZMANN) November 18, 2019
OLE-ს ინფორმაციით ყველაფერი ამით არ დასრულებულა. არგენტინული გამოცემის მიხედვით კავანი და მესი ერთმანეთს პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბშიც დაუპირისპირდნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი გაშველება ლუის სუარესს მოუწია.
ESPN:
— FR-Barça (@FRBarca__) November 18, 2019
Une bagarre a eu lieu entre Cavani et Messi dans le tunnel. Suàrez est intervenu et a séparé les deux joueurs. pic.twitter.com/QhObc0aGAJ