18-წლამდელები ფინეთთან მატჩებისთვის ემზადებიან
Aa
Aa

18-წლამდელები ფინეთთან მატჩებისთვის ემზადებიან

საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ სფფ-ს ტექნიკურ "ბასაზე" მოთამაშეები იხმო და მათ მომავალ კვირას გასამართი შეხვედრებისთვის ამზადებს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლაშა ტიტვინიძე (დილა), გიორგი უგრეხელიძე (სიონი);

მცველები: ზურაბ ლატარია (საბურთალო), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), დიმიტრი ფაჩულია (საბურთალო), ტატო ჟივიძე (საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გაბრიელ ხუციშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ილურიძე (საბურთალო);

თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი).

"პატარა ჯვაროსნები" 17 და 19 ნოემბერს ფინელ თანატოლებთან ითამაშებენ. პირველი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება, მეორე მატჩს კი უკვე "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი 17:00 საათიდან უმასპინძლებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები