Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულებული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ.

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყაზახეთში ასპარეზობა 3 მედლით , 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოთი დაასრულეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ფალავნებს ოჯახის წევრებიგუშემატკივრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

გეგა გეგეშიძე - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 

გიორგი იანთბელიძე - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 

 

აღნიშნულ ტურნიზრე მსოფლიო ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) გახდნენ.

პეტრიაშვილმა პრინციპული მეტოქე ტაჰა აკგული 9 წამით ადრე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი - 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი

 

ლომთაძემ კი ნავსი გატეხა და ფინალის მოგება შეძლო. ქართველმა ფალავანმა რუსეთის წარმომადგენელს შანსი არ დაუტოვა და 6:1 დაამარცხა.

ბექა ლომთაძე - მსოფლიო ჩემპიონი

 

ბრინჯასო მედალი კი ირაკლი მწითურმა დაისაკუთრა.

ცხელი ამბები