მაია გუჩმაზოვა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
Aa
Aa

მაია გუჩმაზოვა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა ტაშკენტის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

 

უზბეკეთის დედაქალაქში გამართული დაშნით მიფარიკავეთა მსოფლიო თასზე მაიამ ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უზბეკი მეტოქე რადა კასიმოვა 15:6 დაამარცხა.

ნახევარფინალში მაიას მეტოქე კვლავ მასპინძელი მოფარიკავე ვერონიკა როჟკოვა იყო , რომელსაც  გუჩმაზოვამ ანგარიშით 15-14 მოუგო.

ფინალი მაია გუჩმაზოვა რუს მარინა კესაევას დაუპირისპრიდა.

დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე ანგარიშით 15-9 დაამარცხა .

ტაშკენტში მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ მაია გუჩმაზოვა FIE-ს რეიტინგში 56 საფეხურით დაწინაურდა და ამჯერად 144-ე ადგილზეა.

ცხელი ამბები