Aa
Aa

მაია ჩიბურდანიძემ საჭადრაკო აკადემია გახსნა

დიღომში ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძეს საჭადრაკო აკადემია გაიხსნა.

ჩემპიონი საკუთარ ნიჭსა და გამოცდილებას თაობებს გაუზიარებს.

სპორტის ახალ აკვანს „ჭადრაკის დედოფლის აკადემია“ დაერქვა.

აკადემიაში ერთდროულად 150-მდე მოსწავლის მეცადინეობა შეიძლება.

მნიშვნელოვან საქმეში ჩემპიონს გვერდით  ჭადრაკის ფედერაციაც დაუდგა.

დღესვე აკადემიაში „მაიას თასი“-ს ფესტივალი დაიწყო, რომელიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მაია ჩიბურდანიძე - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი

 გიორგი გიორგაძე - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი

 

ცხელი ამბები