მარცხი 118-ე ჩოგანთან: ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას მე-3 წრეში დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი 118-ე ჩოგანთან: ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას მე-3 წრეში დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას მე-3 წრიდან დაემშვიდობა.

ბასილაშვილმა მოულოდნელი მარცხი განიცადა და შეხვედრა 118-ე ჩოგანთან გერმანელ დომინიკ კოეპფერთან დათმო - 3:6, 6:7 (5:7), 6:4, 1:6.

ბასილაშვილს 14 ორმაგი და 68 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მისი მარცხიც განაპირობა.

ეს მარცხი უფრო ნიკოლოზის „დამსახურება“ იყო, ვიდრე გერმანელი კოეპფერის.

ბასილაშვილი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს და 500-იანი ტურნირების გარდა სამწუხაროდ თავის გამოჩენას კვლავ ვერ ახერხებს.

გასულ წელს US Open-ზე მერვედფინალში გასვლის შემდეგ ნიკამ შედეგი ვერ გაიმეორა და 180 სარეიტინგო ქულა ვერ დაიცვა, თუმცა ამ მომენტისთვის ის სარეკორდო მე-15 პოზიციაზე იმყოფება და არსებობს შანსი, ეს ტურნირის დასრულების შემდეგაც ასე დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები