Aa
Aa

"მანჩესტერმა" "ინტერს" კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკა

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ინტერს“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე გაგზავნილი კიდევ ერთი შეთავაზება დაუბლოკა.

იტალიელებს ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარით აყვანა სურდათ, რისთვისაც 20 მილიონ ევროს იხდიდნენ, 2021 წელს კი მისი 50 მილიონ ევროდ შეძენა შეეძლებოდათ. აღნიშნულმა წინადადებამ „წითელი ეშმაკები“ ვერ მოხიბლა, რის გამოც „ნერაძურის“ ახალი ვარიანტის მოფიქრება მოუწევს.

როგორც ცნობილია, „იუნაიტედი“ ლუკაკუს იჯარით გაშვებას არცერთ ვარიანტში არ განიხილავს, „ინტერი“ კი პირდაპირ 70 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ასე რომ, საინტერესოა, გამოინახება თუ არა ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი.

ბელგიელ ფორვარდს „მანკუნიანელებთან“ კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, თუმცა კლუბს მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები