ჰეიგი ჟვანიაზე:''მისი მესმის, მაგრამ ჩემი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა''
Aa
Aa

ჰეიგი ჟვანიაზე:''მისი მესმის, მაგრამ ჩემი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა''

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პრესკონფერენცია გამართეს. ორივე მათგანი ზურაბ ჟვანიას განცხადებას გამოეხმაურა. გოჩა სვანიძის თქმით მწვრთნელის საქმეში ვერავინ ჩაერევა.

მილტონ ჰეიგი: ''სამი წლის წინ სამწვრთნელო შტაბმა, მენეჯმენტმა და მორაგბეებმა მიზნები დავისახეთ და ის ფასეულობები, რომელთა მიხედვით უნდა გვეხელმძღვანელა. მიზნები და პროტოკოლები ითვალისწინებდა თუ როგორ უნდა ყოფილიყო გუნდი მზად ყოველი შემდეგი ეტაპისთვის.

მოხარული ვარ, რომ ვასახელებთ ძლიერ გუნდს. ეს გუნდი ბრწყინვალე კონდიციაშია. ლეგიონერები გუნდის ვარჯიშს მაშინ შემოუერთდებიან, როცა ამის საშუალება იქნება.''

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამწვრთნელო შტაბში ახალი თანამშრომელი გყავთ?

    - დაგვემატა ორი სპეციალისტი. ერთ-ერთი მუშაობს ''ბორდოში'' ტოპ 14-ში. ის იქნება ტექნიკური მრჩეველი და ლევან მაისაშვილს დაეხმარება, რომ მან კარგად შეასრულებს მისი მოვალეობები მოედანზე. მეორე მწვრთნელი ფიზმომზადების მწვრთნელია.

    - ზურაბ ჟვანიამ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გამო ვერ მოხვდა ეროვნულ ნაკრებში. რას უპასუხებდით მას?

    რაგბის კავშირის პრეზიდენტი:''ეს განცხადება ჩვენც ვნახეთ.  ალბათ ყველამ იცის, რომ ნაკრების სელექციის საკითხში მწვრთნელის გარდა ვერავინ ჩაერევა. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რომ ვინმე გარედან ხომ არ ცდილობს ნაკრების სელექციის პროცესში ჩარევას, თუმცა ასეთი რამ არ ხდება. მწვრთნელის საქმეში ვერავინ ჩაერევა რაგბის კავშირის ხელმძღვანელების ჩათვლით.

    გარწმუნებთ ვერავინ შეძლებს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმეში ჩარევას.''

    მილტონ ჰეიგი:''ის არ იყო ისეთ ფორმაში, რომ ნაკრებში ეთამაშა. პირად ინტერესზე საუბარი გამორიცხულია.  პროტოკოლის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და რაზეც ყველანი შევთანხმდით, რომ თითოეული მორაგბე უნდა ყოფილიყო იმ ფორმაში, რაც ჩვენი მოთხოვნაა. თუ გვინდა განსხვავებულად ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამ პროტოკოლს უნდა მივყვეთ. მორაგბეთა ხუთმა პროცენტმა ეს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მათ შორის ზურაბ ჟვანია იყო და ამიტომაც არაა ნაკრების განაცხადში.

    ჟვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება ეროვნულ ნაკრებში თუ მისი კონკურენტი ტრავმას მიიღებს. მესმის მისი, გულგატეხილია, რომ ნაკრებში ვერ მოხვდა, თუმცა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

    რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი ტესტი არ იყო კრიტერიუმი, მაგრამ როცა ნათქვამია, რომ როცა არის შეთანხმება, რომ უნდა მოხვიდე ტესტზე ისეთ ფორმაში, როგორშიც ოდესმე ყოფილხარ, მაშინ ეს კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო. კონკრეტულად კრიტერიუმებზე არ ვისაუბრებ.''

    - რა მიზნები გაქვთ მსოფლიოს თასზე?

    მილტონ ჰეიგი:''ჩვენს მიზნებზე ყველაფერზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენი მინიმუმი გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამეორებაა, რაც წლევანდელ მსოფლიოს თასზე გაცილებით რთული იქნება. მაგალითად ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები ძალიან ძლიერი გუნდები არიან.''

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე. ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი

    ცხელი ამბები