ნადალი "როლან გაროსის" ფინალში გავიდა
„როლან გაროსის“ ფინალში 11 გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გავიდა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში ანგარიშით 6:3 6:4 6:2 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათი და 28 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა 3 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
„როლან გაროსის“ ფინალური მატჩი კვირას 9 ივნისს გაიმართება.
მალიორკელის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დომენიკ ტიმის შორის გამარჯვებული იქნება.
The moment @RafaelNadal booked his spot in the #RG19 championship match. ????
— ATP Tour (@ATP_Tour) June 7, 2019
????: @rolandgarrospic.twitter.com/CA66K7fnWn
დღესვე ქალთა ერთეულების ფინალური წყვილი ვინაობა გაირკვა.
ტურნირის მთავარ შეხვედრაში ეშლი ბარტი და მარკეტა ვოდრუშოვა ითამაშებენ.
ნახევარფინალში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 3 სეტში ანგარიშით 6:7 6:3 6:3 დააამრცხა.
First Australian in the Roland-Garros Final since 2010!@ashbar96 is through, 6-7(4) 6-3 6-3 over Anisimova.
— Roland-Garros (@rolandgarros) June 7, 2019
???? https://t.co/mbqjNYN8ej#RG19 pic.twitter.com/e6JpMu9Qtz
მეორე შეხვედრაში კი ჩეხმა სპორტსმენმა ბრიტანელ იოანა კონტას 2 სეტში ანგარიშით 7:5 7:6 მოუგო.
19 YEARS OLD.
— Tennis Channel (@TennisChannel) June 7, 2019
FRENCH OPEN FINAL.@VondrousovaM defeats Konta 7-5, 7-6(2) to advance to the Championship match at @RolandGarros.#RG19 pic.twitter.com/iJ8hgzdvCj