Aa
Aa

ტოჩინოშინის შთამბეჭდავი გამარჯვება უხერხულ მეტოქესთან!

ტოკიოში მიმდინარე „ნაცუ ბაშოზე“ მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ლევან გორგაძე მისთვის უხერხულ მეტოქეს მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრზოლა ძალზედ დაძაბული გამოდგა და ტოჩინოშინის შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მებრძოლმა საოცარი გამძლეობა გამოამჟღავნა და თითქმის წაგებული ბრძოლა სათავისოდ შემოატრიალა.

დღევანდელ ბრძოლამდე ლევანი მონღოლს 22-ჯერ შეერკინა და 15-ჯერ გამარჯვება მას დარჩა, თუმცა ბოლო დროს ტამავაში ტოჩინოშინის დამარცხებას საკმაოდ დამაჯერებლად ახერხებდა და 5 ბრძოლიდან 3-ჯერ გამარჯვება მას დარჩა.

„ნაცუ ბაშოს“ მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე სულ 5-ჯერ შეხვდა და 2-ჯერ დაამარცხა, ისიც 2017 წელს. ბოლო პერიოდში ლევანს მის წინააღმდეგ გამარჯვება უჭირს, ამიტომ ხვალ საკმაოდ რთულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის წოდების დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ცხელი ამბები