Aa
Aa

ლეგენდარული პოპოვიჩი "სან ანტონიოში" დარჩენას გეგმავს

სან ანტონიოს“ ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი, ტექსასურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ 70 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ბოლო პერიოდში ამერიკულ პრესაში გრეგის შესაძლო წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა, თუმცა როგორც ჩანს პოპოვიჩი საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმას არ აპირებს. გრეგმა სამომავლო გეგმების შესახებ მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ამჟამად „სან ანტონიოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ რა მოხდება“.

„პოპი“ „სპურსის“ თავკაცის პოსტზე 1996 წელს დაინიშნა. მისი მეთაურობით ტექსასელებმა  ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი გაიმეორეს და პლეიოფში მიჯრით 22-ჯერ გავიდნენ.

წლევანდელ სეზონში პოპოვიჩის ბიჭებმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს. „სან ანტონიომ“ რეგულარული მეშვიდე ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლას პლეიოფის პირველ რაუნდში გამოეთიშა. „სპურსმა“ „დენვერ ნაგეთსს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრაში დამარცხდა.

გრეგი „სან ანტონიოში“ ყოფნისას ჩემპიონი ხუთჯერ გახდა და 1245 შეხვედრა მოიგო. პოპოვიჩი 2020 წელს ამერიკის საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე უთავკაცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები