''დილას'' გამარჯვება და საეჭვო ვითარებაში არჩათვლილი გოლი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის ''დილამ'' ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' ''რუსთავი'' 2:1 დაამარცხა.
გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, ალვინ ფორტესის საგოლე გადაცემის შემდეგ გურამ გოშთელიანმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე სტუმართა კომბინაცია ზაზა ციცქიშვილის საგოლე პასითა და თემურ ჩოგაძის გოლით დასრულდა.
''რუსთავის'' ლამაზი კომბინაცია და ჩოგაძის გოლი
65-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა საეჭვო ვითარებაში გოლი არ ჩათვალა. ძნელი სათქმელია გადაკვეთა თუ არა ბურთმა გორის ''დილას'' კარის ხაზი.
მასპინძლებმა მეორე გოლი 75-ე წუთზე შეაგდეს, გოშთელიანის საგოლე პასის შემდეგ ფორტესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
გორის ''დილას'' გოლები
ფოტო: eliga.ge