საქართველოს ჩემპიონი ყვარელი გახდა
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონი ყვარელი გახდა

სპორტკომპლექს არენაში   საქართველოს ჩემპიონატი უმცროსი ასაკის გოგონებს შორის ხელბურთში დასრულდა.

გადამწყვეტ მატჩში ყვარელმა სამტრედია 12-8 დაამარცხა , მესამეადგილისთვის კი გადამწყვეტი გამოდგა მამულისა და BSB 
ბათუმის მატჩი, რომელიც თბილისელებმა 14-11 მოიგეს.

ჩემპიონატში სულ 13 გუნდი მონაწილეობდა, რაც გოგონათა ჩემპიონატების რეკორდია.

გამოჩნდა ახალი გუნდებიც, მათ შორის კი გამოსარჩევია ტყიბული .

გუნდი ამ სეზონის დასაწყისში შეიკრიბა, 7 მატჩის მოგება მოახერხა, მეექვსე ადგილი დაიკავა.

მომდევნო სეზონში 2004-05 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი უფრო ინტენსიურად გაიმართება.

შედგება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც 2020 წლის ივლისში შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ცხელი ამბები