დავითაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
Aa
Aa

დავითაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 67 კგ. წონით კატეგორიაში საჩინო დავითაია ნახევარფინალში გავიდა და თურქ იუკსელთან შეხვედრაში დამარცხდა. დავითაია ხვალ, 14 აპრილს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საჩინო დავითაიამ  საფრანგეთის წარმომადგენელ იასინ ოზაის 6-4 მოუგო, შემდეგ კი დიდი უპირატესობით 9-0 სძლია გერმანელ ერიკ ვეისს. მეოთხედფინალში საჩინო დავითაიამ უკრაინის სახელით მოასპარეზე ფავრიზ ნასიბოვი 2-1 დაამარცხა.

საჩინო დავითაია სენაკის სკოლის აღზრდილია, თუმცა ამჟამად თბილისში ვარჯიშობს.

ცხელი ამბები