Aa
Aa

ბრწყინვალე ვატო არველაძე! სოლორეიდი და მორიგი ულამაზესი გოლი

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვატო არველაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ''იაგიელონიასთან'' გასვლით მატჩში ანგარიში შესანიშნავი გოლით გახსნა.

21 წლის ფორვარდი ''კორონას'' სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 37-ე წუთზე პოლონურ ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.


 

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატის უკანასკნელ 4 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 პენალტი გამოიმუშავა.

არველაძე 65-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი ''იაგიელონიამ'' 1:3 დათმო.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა არველაძე ეროვნულ ნაკრებში შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის იხმო. არველაძე, რომელიც გასულ ზაფხულში თბილისის ''ლოკომოტივიდან'' პოლონურ ''კორონაში'' გადავიდა, ეროვნული ნაკრების ერთადერთი დებიუტანტია.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ვარჯიშობს თბილისის ''ლოკომოტივში'')

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები