დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების 38 მედალი კალიფორნიაში
Aa
Aa

დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების 38 მედალი კალიფორნიაში

აშშ-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრებმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

სპორტულ შეჯიბრებებში 7 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში გაიმართა. ტურნირი კალიფორნიაში 2-დან 9 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს: 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ინფორმაციას ''ამერიკის ხმა'' ავრცელებს.

საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთში, ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და მიმდინარე წლის ჩემპიონები გახდნენ. კალათბურთის გარდა მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში იასპარეზეს.

ქართველი ჯარისკაცების გამოსვლა 2019 წლის გათამაშებაში

ჯონი თოფურია - 5 ოქრო

რეზო გორგაძე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

ახმედ საფაროვი - 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

ალუდა სეთურიძე - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ალიკა გითოლენდია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

გოგიტა ხოზრევანიძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი

დავით ნარეშელაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო

გრიგოლ მინაგორაშვილი - 1 ოქრო

გუგა ჩიმახიძე - 1 ოქრო

ჯიმშერ ჩხენკელი - 1 ოქრო

არჩილ აბულაძე - 1 ოქრო

ლაშა სურმანიძე - 3 ვერცხლი

ცხელი ამბები