მჭედლიძე ''პარმასთან'' მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

მჭედლიძე ''პარმასთან'' მატჩს გამოტოვებს

იტალიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, სერია ა-ს 26-ე ტურში ''ემპოლი'' საკუთარ მოედანზე ''პარმას'' შეხვდება. საფეხბურთო დაპირისპირებას ''ემპოლის'' ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო გამოტოვებს. ინფორმაციას ტოსკანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მჭედლიძემ, რომელიც ''ემპოლის'' 2008 წელს შეუერთდა, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ''მილანთან'' შეხვედრაში 28 წლის ქართველმა ფორვარდმა პენალტი გამოიმუშავა. გარდა ამისა მჭედლიძემ იტალიის თასზე 1 მატჩი ჩაატარა.

25 ტურის შემდეგ 20-გუნდიან სერია ა-ში ''ემპოლი'' 21 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

''ემპოლისა'' და ''პარმას'' დაპირისპირება დღეს, 2 მარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები