კლუივერტი: „ელ კლასიკო არის მატჩი, რომელიც მსოფლიოს ცვლის“
Aa
Aa

კლუივერტი: „ელ კლასიკო არის მატჩი, რომელიც მსოფლიოს ცვლის“

„კოპა დელ რეის“ ეგიდით ჩატარებული „ელ კლასიკოს“ შემდეგ შაბათს გულშემატკივრები „რეალისა“ და „ბარსელონას“ კიდევ ერთ დაპირისპირებას იხილავენ. შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

უკანასკნელ 20 შეხვედრაში „სამეფო კლუბს“ ბლაუგრანასთან“ გამკლავება ძალიან უჭირს. მადრიდელებმა გამარჯვების მიღწევა მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს, ამდენჯერვე ფრეს დასჯერდნენ და 12-ჯერ წააგეს.

შაბათის მატჩის წინ „ელ კლასიკოს“ მნიშვნელობაზე „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრიკ კლუივერტმა, ისაუბრა: „სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში მითამაშია, მაგრამ „ელ კლასიკო“ არის მატჩი, რომელიც მსოფლიოს ცვლის“.

„ინტერი“- „მილანი“, „ფეიენოორდი“ – „აიაქსი“ და კიდევ რამდენი ჯახიც გინდათ, თუმცა „ელ კლასიკო“ აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა. მის შესახებ დედამიწის ნებისმიერ წერტილში ყველაფერი კარგად იციან“.

„ელ კლასიკოს გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე მედია ნაპერწყალს აღვივებს, რაც შეხვედრას დამატებით ელფერს სძენს“.

„ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღება საოცარი შეგრძნებაა. ნებისმიერ ესპანელს რომ ჰკითხოთ, სურს თუ არა ელ კლასიკოზე დასწრება, ისინი ტრიბუნებზე ყოფნის შანსის მისაღებად სიცოცხლესაც გაიღებენ“.

ასევე იხილეთ - Crystalbet-სა და ფეხბურთის ფედერაციის შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები