Aa
Aa

რუსეთის საერთაშორისო ტურნირი გენო პეტრიაშვილის ოქროს მედლით დაიხურა!

ვლადიკავკაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის, ''ალანების'' ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც  125 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ირანელ ჯაბელ სადეზადეხი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში პეტრიაშვილმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ჯაბელ სადეზადეხი 10-1 გაანადგურა.

შეგახსენებთ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე პეტრიაშვილმა ოსტაპ პასენოკი და ვიტალი გოგლოევი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელი რობერტ ნელსონი დიდი უპირატესობით 10-0 გაანადგურა.

აღნიშნულ ტურნირზე ავთანდილ კენჭაძეს, რომელიც 74 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ვერცხლის მედალი არგუნეს. ის რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიჟოევთან დამარცხდა.

კენჭაძის მსგავსად ვერცხლის მედალი 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძემ მოიპოვა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 3-4 დათმო შეხვედრა რუს ფალავან რამაზან ფერზალიევთან.

ცხელი ამბები