19 წლამდე ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა - მიქაძის გუნდმა შესარჩევი ციკლი ვერ დაძლია
ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ისრაელს შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ფეხბურთელებმა ლიხტენშტაინი დაამარცხეს, აზერბაიჯანთან დამარცხდნენ, ხოლო ისრაელთან 1 ქულა მოიპოვეს.
ისრაელი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, აზერბაიჯანმა 6 ქულა მოაგროვა, საქართველომ - 4, ხოლო ლიხტენშტაინმა ასპარეზობა ქულის გარეშე დაასრულა.
რაც შეეხება საქართველოს და ისრაელის თამაშს, პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-17 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ხარაბაძემ იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ ივანიაძემ ტექნიკური მოქმედებით დავითაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. თბილისის ''ლოკომოტივის'' შემტევმა ანგარიში გახსნა.
დავითაშვილის გოლი
41-ე წუთზე მოჰამაედ ქანაანი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბექა დარცმელიამ წააქცია. დანიშნული თერთმეტმეტრიანი ედენ ქარზევმა გოლად აქცია და ანგარიში გათანაბრდა.
69-ე წუთზე ამით დოვ გლეზერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი დრო რიცხოვრივ უპირატესობაში გაატარა, თუმცა მიქაძის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.