ტაისონ ჩენდლერი კარიერას
Aa
Aa

ტაისონ ჩენდლერი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ 36 წლის ცენტრი, ტაისონ ჩენდლერი გაიფორმა. ეს უკანასკნელი ბოლოს „ფენიქსში“ თამაშობდა, თუმცა არიზონულ კლუბთან კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა კარიერას ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ გააგრძელებს.

ESPN-ის ინფორმაციით ჩენდლერი „ლეიკერსთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულების მიხედვით 2.1 მილიონს მიიღებს. თუ ლოს-ანჯელესელები ტაისონის თამაშით უკმაყოფილოები იქნებიან მისი გაცვლა 6 თებერვალს შეეძლებათ.

ჩენდლერისთვის წლევანდელი სეზონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეთვრამეტეა. 2011-ში მან „დალას მავერიქსთან“ ერთად ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა. 2017-18 წლებში კი „ფენიქსის“ რიგებში საშუალოდ 6.5 ქულას და 9.1 მოხსნას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები