გოლი ყოველ 13.5 წუთში! პაკო ალკასერის არანორმალური შედეგი
Aa
Aa

გოლი ყოველ 13.5 წუთში! პაკო ალკასერის არანორმალური შედეგი "დორტმუნდში"

ესპანელი ფორვარდი პაკო ალკასერი ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ დაუჯერებელ თამაშს აჩვენებს.

ალკასერი საფეხბურთო სამყარომ „ვალენსიაში“ ასპარეზობისას გაიცნო, სადაც წარმატებული სეზონის შემდეგ ესპანეთის ნაკრებშიც გამოიძახეს.

საბოლოოდ პაკომ თავი „ბარსელონაში“ ამოჰყო, თუმცა „კამპ ნოუზე“ მისი კარიერა არც ისე სახარბიელოდ წარიმართა.

ალკასერი კატალონიელების სათამაშო სტილს ვერ მოერგო, რამაც მისი ტრანსფერზე დაყენება განაპირობა.

25 წლის ფორვარდი 2018 წლის ზაფხულში „დორტმუნდს“ შეუერთდა. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კი ლუსიენ ფავრი გახლავთ, კაცი რომელმაც მარიო ბალოტელი „გააცოცხლა“.

ალკასერი ფავრის ხელში იმაზე უკეთ ათამაშდა ვიდრე ის „ვალენსიაში“ ყოფნის დროს იყო.

პაკოს დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს, რაზეც ხელს რონალდუ და მესიც კი მოაწერდნენ.

ბუნდესლიგაში ესპანელმა ფორვარდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ჯამში მხოლოდ 81 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მას თამაში ძირითადად ცვლილებაზე უწევს.

ალკასერის ანგარიშზე უკვე 6 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 13.5 წუთში მას საშუალოდ ერთი გოლი გააქვს!

მართლაც რომ დაუჯერებელი შედეგია. საინტერესოა რა მოხდება მას შემდეგ რაც ის ძირითადში ფეხს მოიკიდებს და ყოველ ჯერზე 90 წუთს ითამაშებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები