მაჰრეზი
Aa
Aa

მაჰრეზი "ჩელსიში"?

ლონდონის "ჩელსის" მფლობელს რომან აბრამოვიჩს თურმე ალჟირელი რიად მაჰრეზის თამაში ერთობ მოსწონს და თუ ჩვენ ბრიტანელ კოლეგებს დავუჯერებთ მის შესაძენად ძალისხმევას არ დაიშურებს. თანაც, სერიოზული საუბრებია იმის შესახებ, რომ ლონდონელებმა ედენ აზარი შესაძლოა "რეალში" გაუშვან და ამ შემთხვევაში კარგი შემტევის დამატება აუცილებელიც კი გახდება. 

Star-ის ინფორმაციით "ლურჯები" მაჰრეზიში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად მზად არიან, თუმცა საკითხავია რამდენად მოხიბლავთ ეს წინადადება ლესტერშირელთა ხელმძღვანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელის მიმართაც ინტერესს არაერთი ევროპული ტოპ კლუბი იჩენს...

ისე კი აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ "ლესტერმა" მაჰრეზის სანაცვლოდ ფრანგულ "ლე ავრს" 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები