რონი ოსალივანის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

რონი ოსალივანის ღირსეული ჟესტი

სნუკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონი ოსალივანმა, შანხაის მასტერსზე იმარჯვა. 42 წლის მოთამაშემ ფინალში ბარი ჰოკინსი 11-9 დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად 200000 ევროს დაესაკუთრა. აღსანიშნავია, რომ დღის ყველაზე საინტერესო და ემოციური მომენტი დაპირისპირების დასრულების შემდეგ ვიხილეთ.

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა მოპოვებული თასი ახალგაზრდა გულშემატკივარს  გადასცა, ხოლო ყველაზე მაღალი ბრეიქისთვის დაწესებული ჯილდო იქვე მყოფ გოგონას უსახსოვრა.

სოციალურ ქსელში ფოტოები Unify Sports Management-მა გამოაქვეყნა და პოსტს ასეთი შინაარსის წარწერა დაურთო: "„რონიმ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა სახლში მაინც თასის გარეშე ბრუნდება. მან მოპოვებული ჯილდოები გულშემატკივრებს უსახსოვრა“.

ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი სესია ბარის გამარჯვებით 6-4 დასრულდა, თუმცა რონიმ თამაშში დაბრუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. 

 

ცხელი ამბები