შაფათავა ვარნას ტურნირს დაემშვიდობა
Aa
Aa

შაფათავა ვარნას ტურნირს დაემშვიდობა

სოფია შაფათავამ ვარნას საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა შორის პირველსავე წრეში დამარცხდა, დღეს კი წყვილთა შორის, 1/2 ფინალური მატჩი დათმო.

შაფათავა და მისი რუმინელუ მეწყვილე, იოანა გასპარი, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დუეტს - კალაბა/უზსატეგის დაუპირისპირდნენ და 2 სეტში, 1:6; 6:7 წააგეს.

სოფია შაფათავა WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 489-ე ადგილზეა. იგი ბოლო პერიოდში მეტ ყურადღებას წყვილთა შეჯიბრებებს უთმობს და ამ კუთხით მსოფლიო კლასიფიკაციის 211-ე საფეხურზეა.

როგორც ITF-ს ოფიციალურ საიტზე წერია, 29 წლის ქართველი ბულგარეთშივე დარჩება და მომავალ კვირას გასამართ დობრიხის 25 000-იან ტურნირზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები