უაილდერი თითქმის გამოირიცხა! ჯოშუა პოვეტკინს დაუპირისპირდება!
Aa
Aa

უაილდერი თითქმის გამოირიცხა! ჯოშუა პოვეტკინს დაუპირისპირდება!

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე სავალდებულო ოპონენტი, ალექსანდრ პოვეტკინი იქნება. WBA-ის წარმომადგენლებმა ბრიტანელს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი მისცეს და გამომდინარე იქიდან, რომ ჯოშუასა და უაილდერს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა ენტონი სექტემბერში დიდი ალბათობით სწორედ პოვეტკინს დაუპირისპირდება.

WBA-ის წარმომადგენლებმა ჯოშუას პრომოუტერს, ედი ჰერნს, პოვეტკინთან შესათანხმებლად ერთი დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულის სტატუსის ჩამორთმევით დაემუქრნენ. შეგახსენებთ, რომ რუსსა და ბრიტანელს შორის შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ შედგა, თუმცა ჯოშუას უაილდერთან ბრძოლის სურვილის გამო ზუსტი თარიღის გამოცხადება გარკვეული დროით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ WBA-მ თავდაპირველად კონტრაქტის შესათანხმებლად ბრიტანელს 30 დღიანი ვადა მისცა, თუმცა უაილდერთან მოლაპარაკების გაჭიანურების გამო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რადიკალური ზომების  მიღება გადაწყვიტეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას WBA-ის პრეზიდენტმა, ჯილბერტო მენდოსამ განაცხადა: „დღეს ენტონი ჯოშუას ოფიციალური მოთხოვნა გავუგზავნეთ და პოვეტკინთან დაპირისპირების შესახებ მის პასუხს ველით. ჩვენ პოვეტკინთან და უაილდერთან მოსალაპარაკებლად ენტონის ერთთვიანი ვადა მივეცით და როგორც ჩანს უაილდერთან ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ჯოშუასგან პოვეტკინთან ბრძოლის ზუსტი თარიღის დაზუსტებას ვითხოვთ“.

ცხელი ამბები