რონალდო: ვენგერის აზრს პატივს ვცემ
Aa
Aa

რონალდო: ვენგერის აზრს პატივს ვცემ

„პრემიერლიგის“ გასულ ტურში, „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

„მე ოქროს ბურთისა და მსგავსი დაჯილდოვებების წინააღმდეგი ვარ. ძალიან ბევრი მოთამაშე მინახავს, რომლებიც მთავარ აქცენტს, ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაზე აკეთებდნენ და ამის გამო კარიერა დანგრევიათ. ასეთი ფეხბურთელები ეგოისტები არიან“ - განაცხადა არსენ ვენგერმა.

ამ ფაქტს ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის არსენ ვენგერის აზრს პატივს ცემს, თუმცა მას არ იზიარებს:

„მე პატივს ვცემ მის აზრს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია“ - განაცხადა რონალდუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები