Aa
Aa

ამინაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ამინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში უკრაინის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვა 4:0-ს ამარცხებდა ქართველ მოჭიდავეს, თუმცა შემდგომ ქართველმა მოიპოვა უპირატესობა, ანგარიში გათანაბრდა. ბოლო შედეგიანი ქულა ქართველმა აიღო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო ამინაშვილი, რომელიც 86 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და შემდეგ მესამე ადგილისთვის დუდაროვას წინააღმდეგ იჭიდავა, გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს კიდევ ერთი მედალი შემატა.

შეგახსენებთ, 92 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ კირილ მიეშკოვს შეხვდება, ხოლო 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტახა აკგულს დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები