კვერკველია რუსეთის ჩემპიონია - დრამატული გამარჯვება გადამწყვეტ მატჩში
Aa
Aa

კვერკველია რუსეთის ჩემპიონია - დრამატული გამარჯვება გადამწყვეტ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სოლომონ კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონის ტიტული პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

 

პრემიერლიგის 29-ე ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' შინ 1:0 დაამარცხა ''ზენიტი.'' გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე იგნატიევის საგოლე გადაცემის შემდეგ პორტუგალიელმა ედერმა გაიტანა.

გადამწყვეტი მატჩი სოლომონ კვერკველიამ სრულად ჩაატარა და კარიერაში პირველად რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები