Aa
Aa

სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე! ოსალივანი ტურნირს გამოეთიშა!

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში გრძელდება, მეორე რაუნდში ერთმანეთს კარტერი და ოსალივანი დაუპირისპირდნენ. ალიმ რონის დამარცხება მეთოთხმეტე მცდელობაზე მოახერხა  და მეოთხედფინალის საზგური მოიპოვა. მიღწეული გამარჯვება კარტერმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნა, რითაც გაბრაზებული რონის გულშემატკივრები განარისხა.

 

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, შეხვედრას დაძაბულობა მე-19 ფრეიმში მომხდარმა ინციდენტმაც შემატა, როდესაც გაფუჭებული დარტყმის შემდეგ ოსალივანმა კარტერს მხარი გაკრა. თუმცა სიტუაცია მატჩამდე კარტერის გაკეთებულმა კომენტარმაც გაამწვავა, სადაც მან მსოფლიოს სნუკერის მმართველი ორგანიზაცია გააკრიტიკა და მას რონი ოსალივანის შოუ უწოდა.

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა მატჩის შემდეგ განაცხადა:“კარგი ადამიანი ვარ და უმიზეზოდ არასდროს ვბრაზდები, . არ ვფიქრობ რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. ხანდახან საკუთარი თავი უნდა დაიცვა და მე ნამდვილად არ ვარ ლიმბოს მოცეკვავე, რომ ყველაფერი ავირიდო. შეხედეთ ფორმულა ერთს იქ მრბოლელები ერთმანეთს ბოლიდებით ეჯახებიან, ჩვენ სპორტში კი მხრის გაკვრა განსაკუთრებული მოვლენა ნამდვილად არაა“.

 

შეხვედრის მსაჯს, კოლიერს. გაფრთხილება არცერთი მოთამაშისთვის  მიუცია, შესაბამისად დისციპლინარული სასჯელი არცერთ მათგანს ემუქრება.

საინტერესოა, რომ ოსალივანს მსგავსი რამ 2006 წლისს ბრიტანეთის ჩემპიონატზეც შეემთხვა. ჰენდრისთან მატჩისას რონი 4-1-ს აგებდა, როდესაც ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს მატჩის შუა ნაწილში  დანებდა.

კარტერმა, რომელმაც კიბო დაამარცხა და ყოველდღიურად კრონის დაავადებას ებრძვის, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:მან მხარი უმიზეზოდ გამკრა. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე და გაცილებით რთული წინააღმდეგობები დავძლიე. შემეძლო გვერდზე გავწეულიყავი და დარტყმა ამერიდებინა, მაგრამ ეს ჩემს პიროვნებაში არ ზისთავის დაჩაგვრის საშუალებას. არავის მივცემ

ცხელი ამბები