წლის ბრძოლა! ენტონი ჯოშუა VS ჯოზეფ პარკერი
Aa
Aa

წლის ბრძოლა! ენტონი ჯოშუა VS ჯოზეფ პარკერი

31 მარტს ბრიტანული კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გაიმართება, კარდიფში ერთმანეთს მძიმეწონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად ენტონი ჯოშუა და ჯოზეფ პარკერი დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული შესაძლოა დეონტეი უაილდერს შეხვდეს და უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში პირველი დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი ჩემპიონი გამოავლინოს.

გთავაზობთ ბრძოლის წინ 5 მნიშვნელოვან პროგნოზს 

1) მატჩის დასაწყისში ჯოშუა ხშირად ე.წ ჯებს (დარტყმა წინა ხელით) გამოიყენებს

ჯოშუამ ტაკამთან შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამაც ფრანგს საშუალება მისცა ენტონისთვის ახლო მანძილიდან მტკივნეული დარტყმები მიეყენებინა. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ჯოშუა თავად ეცდება ტემპის დარეგულირებას და საწყის რაუნდებში მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი ადგილების შეფასებით იქნება დაკავებული. სწორედ ამიტომ იგი დისტანციას ჯებებით გააკონტროლებს და ძირითადად რინგის ცენტრში იმოძრავებს.

2) პარკერი ნოკდაუნში პირველად ჩავარდება, მაგრამ წამოდგომას მოახერხებს

ზელანდიელს 24-დან ყველა შეხვედრა აქვს მოგებული და ნოკდაუნი არცერთხელ გამოუცდია. მიუხედავად ამისა ჯოშუა ამ მატჩში აშკარა ფავორიტია და დიდი ალბათობით პარკერი პირველად დაეცემა რინგზე.

ჯოშუას მუდმივი ზეწოლა და სტილი რთულად გადასატანი იქნება პარკერისთვის და სავარაუდოთ ჯოზეფი რამდენჯერმე აღმოჩნდება ნოკდაუნში.

3) ნოკდაუნის შემდეგ ჯოშუა უფრო ფრთხილად იჩხუბებს

ჯოშუა-კლიჩკოს შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო კრივის ისტორიაში. რისი მთავარი მიზეზიც ენტონის შეხვედრის ნოკაუტით მოგების დაუძლეველი სურვილი იყო. მეხუთე რაუნდში კლიჩკოს ნოკდაუნში ჩაგდების შემდეგ მას ეგონა, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქის ნოკაუტში ჩაგდებას. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრიტანელს ძალა გამოეცალა და კინაღამ სასურველი გამარჯვება ქარს გაატანა.

გამომდინარე იქიდან, რომ პარკერი ცნობილია თავისი გამძლეობითა და სიძლიერით ჯოშუა უფრო დაბალანსებულად იჩხუბებს და ძალის განაწილებაზე მეტად იქნება ორიენტირებული.

4) გამარჯვების შემთხვევაშია შეგვიძლია ჯოშუა ისტორიაში საუკეთესო დარტყმის მქონე მოკრივედ ვაღიაროთ

ჯოშუას არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მისი მთავარი კოზირი მარჯვენა აპერკოტია ( დარტყმა ქვემოდან). სწორედ ამ დარტმით მოახერხა მან კლიჩკოსთან და უაითთან უპირატესობის მოპოვება. თუ ბრიტანელმა, მსგავსი ილეთით,  დაუმარცხებელი პარკერის დაცვის გარღვევაც მოახერხა, მაშინ შეგვიძლია იგი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმის მქონე მოკრივედ ვაღიაროთ.

5) რინგზე დონტეი უაილდერსაც ვიხილავთ

უაილდერს დიდი ხანია ჯოშუასთან დაპირისპირება სურს, თუმცა ბრიტანელი მოკრივე და მენეჯერი დონტეის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იჩენენ. ენტონის გასაღიზიანებლად და საოცნებო მატჩის გასამართად უაილდერი შესაძლოა რინგზე გამოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ თუ ჯოშუა-პარკერის შორის გამარჯვებული უაილდერს დაუპირისპირდება ლენოქს ლუისის შემდეგ დაუმარცხებელ მძიმეწონოსან მსოფლიო ჩემპიონს ვიხილავთ, რომელსაც ყველა კატეგორია ექნება მოგებული. „ფანტაზიებით ცხოვრებას შეეშვი“ - ენტონი ჯოშუა უაილდერს ითხოვს

ცხელი ამბები