ტოჩინოშინს წლის ყველაზე პრესტიჟული ბაშოს მოგებამდე 3 შეხვედრა აშორებს
Aa
Aa

ტოჩინოშინს წლის ყველაზე პრესტიჟული ბაშოს მოგებამდე 3 შეხვედრა აშორებს

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგოძე, წლის ყველაზე პრესტიჟულ „ჰაცუ ბაშოზე“ ლიდერია და ისტორიული შედეგის მიღწევამდე 3 შეხვედრა აშორებს.

ტოჩინოშინი 11 გამარჯვებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ კაკარიუს 1 მოგებით უსწრებს, ხოლო მე-3 ადგილოსან ტაკაიასუს ლევანზე 2 მოგებით ნაკლები აქვს.

სუმოისტებს წინ 3-3 ორთაბრძოლა ელით და წარმატებით ასპარეზობის ან მეტოქეთა წაფორხილების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი „ჰაცუ ბაშოს“ გამარჯვებული გახდება.

თუკი ტოჩინოშინი ამ უპრესტიჟულეს ტურნირს მოიგებს, მისი პირადი წოდებაც უფრო მაღალი ჩინის იქნება. იგი ამჟამად მე-3 მაეგაშირაა.

ცხელი ამბები