კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

პლანეტის სამ ამომავალ ვარსკვლავს შორის - სტატია უმცროს პეტრიაშვილზე

სანამ დიდ ტურნირებზე გავიდოდა, მანამდეც კონსტანტინე პეტრიაშვილზე საუბრობდნენ, როგორც უნიჭიერეს მოჭიდავეზე. რამდენიმე კვირის წინ კი, ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ საქმითაც დაამტკიცა, რომ მისი სახით ახალი ვარსკვლავი იბადება. სწორედ ამაზე არის გამახვილებული ყურადღება flowrestling.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც კონსტანტინე ყირგიზ ომურბეკ ასან უულუსთან (60 კგ) და ამერიკელ მაიკლ მოკოსთან (110 კგ) ერთად, პლანეტის სამ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის არის შეყვანილი.

რას წერენ პეტრიაშვილზე

როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ჭიდაობის ამომავალ ვარსკვლავებზე ფიქრობ, თავში აზრად პირველი უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე მოგივა. მას ყველანაირი მონაცემები აქვს საიმისოდ, რომ მინიმუმ ისეთი გახდეს, როგორიც გენოა.

საკუთარ კლასსა და უპირატესობას კონსტანტინე პეტრიაშვილი ხალიჩაზე თითქმის ყოველ წელს, თითოეულ იმ ასაკობრივ ტურნირზე ამტკიცებს, სადაც უასპარეზია. 17-წლამდე მსოფლიოს პირველობა ისე მოიგო, რომ მეტოქეებთან საერთო ჯამში 36:9 გაიმარჯვა, სულ მალე კი ესპანეთში ქალაქ პონტევედრაში მსოფლიოს პირველობაზე აპირებს ძალების მოსინჯვას.

ბუნებრივია, ჯერჯერობით ის დახვეწილი ტექნიკით არ არის გამორჩეული, მაგრამ პოტენციალი არსებობს და მის ფეხში შესასვლელად თითოეულ მოწინააღმდეგეს განსაკუთრებული შრომა სჭირდება. თუ როგორი კარგია თავდაცვის დროს, მისი ბოლო ფინალის ბოლო ოთხ წუთს შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ და ჩვენი შეფასების სისწორეში დარწმუნდებით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ამერიკელი ჯონ დიაკომილაჰილისი (7:5), ყირგიზი ფარუჰ მომუნჟანოვი (7:0) და რუსი ალექსეი ხადონოსი (14:4) დაამარცხა. ფინალში კი ასევე რუს როდიონ სანაკოევს (8:0) უშანსოდ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემს თავში ძალა ვიპოვე და მოვუგე“ - კონსტანტინე პეტრიაშვილი საქართველოში დაბრუნდა
“ჩემს თავში ძალა ვიპოვე და მოვუგე“ - კონსტანტინე პეტრიაშვილი საქართველოში დაბრუნდა