გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მიუნხენში სახლებს ვათვალიერებდით“ | რატომ არ შედგა მამარდას ბაიერნში ტრანსფერი

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ბაიერნის“ ინტერესზე ისაუბრა. Geo Team-ის იუთუბის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, „ღამურების“ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „რეკორდმაისტერში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

„კი, მამაჩემი და ჩემი აგენტი გერმანიაში ჩავიდნენ. პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვიყავით და მიუნხენში სახლებს ვათვალიერებდით, სადაც უნდა მეცხოვრა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ბაიერნმა ვეღარ გადაიხადა თანხა, რაც საჭირო იყო. მაშინ 35 მილიონ ევროზე მიდიოდა ლაპარაკი“.

მამარდაშვილს „ბაიერნს“ 2023 წლის ზაფხულში უკავშირებდნენ. გერმანულ პრესაში იწერებოდა, რომ „რეკორდმაისტერი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებდა და „ვალენსიას“ ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდებოდა. „ბაიერნის“ გარდა, გიორგის თვალს იტალიური და ინგლისური კლუბები ადევნებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ღამურას ახლაც ბევრი მსურველი ჰყავს და ყველაზე ხშირად „ნიუკასლსა“ და „ჩელსიზე“ იწერება. ესპანური პრესის მიხედვით, „ვალენსიამ“ მამარდაშვილს ფასი დაადო და კლუბის პრეზიდენტს, პიტერ ლიმს მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღება უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორია კვარას მომავალი?“ | მწვრთნელობის კანდიდატთა შეკითხვა დე ლაურენტისს
„როგორია კვარას მომავალი?“ | მწვრთნელობის კანდიდატთა შეკითხვა დე ლაურენტისს