გიორგი შერმადინი
Aa
Aa

პრიზი მატჩის დაწყებამდე - შერმადინის 5 ქულა ჟირონასთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „ბასკეტ ჟირონა“ 14-ქულიანი სხვაობით, 74-60 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე მასპინძლების 35 წლის ქართველ ლეგიონერს გიორგი შერმადინს მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელისთვის დაწესებული პრიზი გადაეცა, რომელიც მან კარიერაში მეცამეტედ მოიგო.

მისი გუნდისგან განსხვავებით, შერმადინისთვის შეხვედრა არცთუ წარმატებული გამოდგა - მან 28 წუთში მხოლოდ 5 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ოთხიდან ერთი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ხუთი შემთხვევიდან ბურთი სამჯერ დაცვაში, ორჯერ კი შეტევაში მოხსნა. შერმადინმა მეტოქის შეტევა ორჯერ ჩაჭრა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, „ლენოვო ტენერიფე“ 18 მოგებითა და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. დარჩენილ მატჩებში შერმადინი და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში „ბილბაოს“, „უნიკახასა“ და „მანრესას“, სტუმრად კი „ვალენსიას“, „ბრეოგანსა“ და „ხოვენტუტს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში მე-13 | შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა
კარიერაში მე-13 | შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა