სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის კარგი მატჩი - 15 ქულა და სან ანტონიოს გამარჯვება

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ნიუ ორლეანს“ სტუმრად 11:109 მოუგო.

სანდრო სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 27 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. თამაშიდან „მამუს“ 11 სროლა ჰქონდა, საიდანაც 7 ზუსტი იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა დევონტე გრემმა ჩააგდო. ორმაგი დუბლი ჰქონდა ვიქტორ ვებმანიამას - 17 ქულა და 12 მოხსნა.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „ნიუ ორლეანი“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა 61:51, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედებში სტუმრებმა ამოქაჩვა შეძლეს და თამაშიც მოიგეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი იყო, რომელიც „სან ანტონიომ“ 35“25 მოიგო.

მომდევნო შეხვედრას „სან ანტონიო“ 8 აპრილს საკუთარ კედლებში „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონი უკვე ჩააგდო. მათ ანგარიშზე 19 მოგება და 58 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 18 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე სერიაში დაწინაურდა
შერმადინის 18 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე სერიაში დაწინაურდა