გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს არ უთამაშია | უოტფორდი ლიდსის დამარცხებასთან ახლოს იყო

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის 39-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ კედლებში „ლიდსს“ დაუპირისპირდა, რომელიც პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მეორე ადგილზეა. „კრაზანები“ სენსაციასთან და 3 ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

„ჩაკვე“ განაცხადში იყო, მაგრამ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. შეხვედრაში ანგარიში „უოტფორდმა“ გახსნა და 31-ე წუთზე ვაკუნ ბაიოს გოლით დაწინაურდა. „ლიდსმა“ წონასწორობა 5 წუთში აღადგინა და თავი კრაისენსიო სამერვილმა გამოიჩინა - 1:1.

44-ე წუთზე, „კრაზანები“ წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ. კაიემბეს გადაცემით ემანუელ დენისმა ისარგებლა და „უოტფორდი“ დააწინაურა. „ლიდსმა“ ქულა 85-ე წუთზე გადაარჩინა და საჯარიმოში შექმნილი არეულობით მატეო ხოსეფმა ისარგებლა - 2:2.

ცნობისთვის, 39-ე ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ მე-14 პოზიციას იკავებს და 49 ქულა აქვს. „კრაზანები“ საპლეიოფო ზონას 15 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებენ. მათი მომდევნო მეტოქე „ვესტ ბრომვიჩია“, რომელსაც 1-ელ აპრილს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე