ხვიჩა კვარაცხელია, ვინჩენცო დ\'ანჯელო
Aa
Aa

რისკის თავიდან ასარიდებლად - კვარაცხელიას არყოფნის მიზეზები

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის თაობაზე იტალიურ სპორტულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. GAZZETTA DELLO SPORT-ის ჟურნალისტმა ვინჩენცო დ’ანჯელომ კი სანდო წყაროზე დაყრდნობით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყველაზე ზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

დ’ანჯელოს განცხადებით, კვარაცხელიას კუნთი აქვს დაჭიმული და მართალია თავად ძალიან სურდა „ატალანტასთან“ ასპარეზობა, თუმცა დეტალური სამედიცინო ტესტირების შემდეგ, ექიმებმა რისკის თავიდან ასარიდებლად მას დასვენება ურჩიეს. იმ შემთხვევაში თუ ხვიჩას დაზიანება მძიმე იქნებოდა, მას არათუ ხვალინდელი მატჩის, არამედ სამი ტურის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, სრული დატვირთვით ვარჯიშს შეძლებს.

ოცდაცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ხვალინდელ მეტოქე „ატალანტას“ ორი ქულით ჩამორჩება. კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება მიღებულია | კვარა ატალანტასთან ვერ ითამაშებს
გადაწყვეტილება მიღებულია | კვარა ატალანტასთან ვერ ითამაშებს