ხვიჩა კვარაცხელია, კარლო ალვინო
Aa
Aa

„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი

კარლო ალვინო „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის კომენტატორი და ჟურნალისტია. მან გადაცემა Radio Goal-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე „კვარას“ ნაკრებს უქომაგებს.

„კვარაცხელია იმ დონეზე თამაშობს, რომელსაც გასულ სეზონში აჩვენებდა. ის საოცარი ფეხბურთელია. ნამდვილი ჩემპიონია და ნაპოლის მომავალი ამ ბიჭის გარშემო აშენდება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისკენ ვიქნები. ჩემს აივანზე ორ დროშას გამოვფენ. ერთი დროშა ნაპოლის იქნება, მეორე - საქართველოსი“.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. პირველ მატჩს დორტმუნდში გავმართავთ და თურქეთს დავუპირისპირდებით. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთი იქნება, დასკვნით მატჩში კი საუკეთესოს ვინაობას პორტუგალიასთან გავარკვევთ.

გეტყვით იმასაც, რომ უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის ცვლილებების გატარებას გეგმავს და შესაძლოა, ეროვნული ნაკრებების განაცხადი 23-კაციანის ნაცვლად, 26-კაციანი გახდეს. გადამწყვეტი მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პოზიცია იქნება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა, მათი მოსაზრება გაითვალისწინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე ოპტიმისტი ადამიანების მოლოდინებსაც აჭარბებს“ | Relevo მამარდაზე
„ყველაზე ოპტიმისტი ადამიანების მოლოდინებსაც აჭარბებს“ | Relevo მამარდაზე