გიორგი ჩიტაური, ვასილ მაისურაძე
Aa
Aa

ასაკობრივი ნაკრები გუნდები ელიტრაუნდს იწყებენ

საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრები გუნდებისთვის 20 მარტიდან უმნიშვნელოვანესი ტურნირები დაიწყება. ჩვენი ქვეყნის 17 და 19-წლამდე ნაკრები გუნდები ელიტრაუნდში იასპარეზებენ და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავლენ.

 17-წლამდე ნაკრები, რომელსაც გიორგი ჩიტაური ამზადებს, სამშობლოში ითამაშებს და მისი მეტოქე თურქეთის, დანიისა და სერბეთის ნაკრები იქნება. ფინალურ ეტაპზე ელიტრაუნდიდან თითოეული ჯგუფის გამარჯვებულის გარდა, მეორე ადგილზე გასული შვიდი საუკეთესო შედეგის გუნდი გავა.

კალენდარი
20 მარტი, 17:00 - საქართველო - სერბეთი
23 მარტი, 17:00 - საქართველო - თურქეთი
26 მარტი, 17:00 - საქართველო - დანია

 იტალიაში უწევს გამოსვლა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 19-წლამდე ნაკრებს, სადაც მასპინძლების გარდა, ჩეხეთისა და შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება. ამ ასაკში კონტინენტის პირველობის საგზურის მოპოვება შედარებით უფრო რთულია, რადგან საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები იღებენ.

კალენდარი
20 მარტი, 18:00 - ჩეხეთი-საქართველო
23 მარტი, 18:00 - შოტლანდია - საქართველო
26 მარი, 20:30 - იტალია - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო - საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი
მაისურაძემ ცვლილებები გამოიცნო - საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი